კატეგორია: პატრიოტული უცნობი – სალამი

გამოქვეყნდა: Mar 19th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,841

Utsnobi – Salami

ვინც არ მინახავს გაუმარჯოს, ყველას სალამი,
უმანკო გრძნობით გეხუტებათ ჩემი კალამი.
თუ არ იქნება ქვეყანაში აბელ-ვარლამი,
აფრიალდება ღრუბლებშიდაც ჩვენი ალამი.

ჩემი ფიქრები არ ემთხვევა თქვენს ბებრულ აზრებს;
კარგად დაფიქრდით, გაიაზრეთ და მოდით აზრზე,
მოდით ჩავმწკრივდეთ ყველანი ერთად სიმართლის ხაზზე
და ნუ ვიფიქრებთ ცოტახანი ჭამაზე, სმაზე.

დრო აღარ არის აღარ დარჩა არცერთი წამი,
ბებერ ტვინებში შეპარულა მცდარი განგება
დრო აღარ არის თურმე სიკვდილს ჰქონია ჟამი
არვინ დაგიდგამთ სიცოცხლეში თქვენ ქანდაკებას.

სულს მოდუნებით არ გავიჯერებ
ენერგიას ვთხოვ თინეიჯერებს
რასაცა ამბობთ მე არ გიჯერებთ
უფროსები ხართ ჯერ თვალს უჯერებთ.

მე კარგად ვიცი ტყუილის ფასი
არ მოატყუოთ თაობა ასი
მათ გადაეცით სიმართლის ფასი
და გაუღორეთ მომავალს თასი.

თქვენს თავს მოჰკითხეთ იქნება სცდებით
საკუთარ ლეში ეძებეთ გზები
გიყვართ სამშობლო მხოლოდ რომ კვდებით
სიფხიზლეშიდაც აბრუნოთ მტები.

..მალე, მალე…

ვერ ხედავთ ჩვენში რეალურ ძალას
მას ვეღარავინ ვეღარსად მალავს,
ხედავთ საქმეს და ხედავთ კალამს
ამოგვიყენეთ შვილები მარად.

საკუთარ თავში არი წონაობა
სიმართლეს თვალებში ჩახედე შალვა
ვერ შევაჩერებთ არ უნდა ძალვა
ტალღა ბოლომდე ყოველთვის გავა.

გავა, წალეკავს და მივა ჟამთან
გაბატონდება ზნეობა ქრთამთან
..ამოგვიყენეთ ფარებად ხრამთან
რომ გალამაზდეთ სიკვდილის კართან. X3

მოდით ჩავმწკრივდეთ ყველანი ერთად სიმართლის ხაზზე
და ნუ ვიფიქრებთ ცოტახანი ჭამაზე, სმაზე.
არის ამქვეყნად თურმე სხვაობა
ახალი თაობა და მოძრაობა.

..გალიაში სძინავს კეთილსა და ბოროტს
გაბრიელთან გამოჩნდება ვინ მოიგებს ბოლოს X4

მოღელავს ფიქრი, მოღელავს აზრი
არის ამქვეყნად თურმე სხვაობა
ბირთვი მოღელავს, ძლიერი ბირთვი
ახალი თაობა და მოძრაობა.

მოღელავს, ლახავს, ლახავს ყევლაფერს, ლახავს ბუნებას
ლახავს სამყაროს, ლახავს ბოროტსაც, ეშმაკსაც ლახავს
ნანატრი ჟამი რომ დაამყაროს.

გუგუნებს დღეს და, გუგუნებს ღამეც
მოდის მოღელავს სწორი თაობა
მოდის, მოღელავს არ გაჩერდება
ახალი თაობა და მოძრაობა.

მოღელავს გრგვინავს, ტალღა მშფოთვარე
ტალღა სიწმინდის, ტალღა ცოცხალი, ტალღა შენების
ტალღა გართობის, თავისუფლების და მოძრაობის.

ეს ტალღა მოდის და გზას უკვალავს
მომავლის რწმენას, რწმენას უთვალავს
მართალ ფიქრსა და მართალ რაობას
ახალ თაობა და მოძრაობა.

ჩვენ დავინახეთ ოქროს განთიადი
თქვენ თაობებო გაერთიანდით
იმერ-ამერნო გაერთიანდით
გაერთიანდით და გამთლიანდით.

..მალე, მალე…

მოდის მოღელავს სწორი თაობა
ახალი თაობა და მოძრაობა.
მოდის მოღელავს ჩვენი თაობა
ახალი თაობა და მოძრაობა.
მოდის მოღელავს ჩვენი დროება
ენა, მამული, სარწმუნოება.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!