კატეგორია: GeoLyrics, პოპ ქართული ხმები – გაზაფხული შემოსულა, ლენ

გამოქვეყნდა: Mar 15th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 12,664

Georgian Voices – Gazafkhuli shemosula len (Spring Has Come)
(ტექსტი: მურმან ლებანიძე, მუსიკა: ჯემალ სეფიაშვილი)

გაზაფხული შემოსულა, ლენ.
რია-რია აუტეხავთ ჩიტებს…
..მე გიყიდი წითელ-ყვითელ ჩითებს,
თეთრი ტილო მომიქარგე შენ!
გაზაფხული შემოსულა, ლენ!

მოგანატრე სათიბი და ტყე,
სუნი ქუსლით გასრესილი ანწლის,
შორს გუმბათი ბეთანიის ტაძრის
და ცისფერი უბორკილო დღე…
მოგანატრე სათიბი და ტყე!
გაზაფხული შემოსულა, ლენ!

აწი აღარ გაგაჩერებ შინ,
აწი ოჯახს ვერ დაარქმევ “დილეგს”,
მკვირცხლი ბიჭი შეუყენე ბილიკს –
მწევარივით გამიხტუნე წინ!
აწი აღარ გაგაჩერებ შინ!
..გაზაფხული შემოსულა, ლენ! X3

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!