კატეგორია: პოპ თამრიკო გვერდწითელი – ალავერდი

გამოქვეყნდა: Mar 15th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,035

Tamara Gverdtsiteli – Alaverdi

საიდუმლო ვანდე მთვარეს რომ სიზმარი ამიხდეს
და ყველა ხატთან შენი სახე მელანდება.
აღარ მინდა ფიქრი მწარე მეგობარი გამიხდეს,
გეძახის გული სიყვარული გვიანდება.
გაზაფხულის სურნელებამ გრძნობა ისევ არია,
დამაფარე შენი კალთა ღვთისმშობელი მარიამ.
განშორება მზეს სტკიოდა, ცრემლი წვიმად სცვიოდა
და საგალობელს სული უხმოდ გაჰკიოდა.

მოლოდინით სულო ი არ დაბერდი,
ლოცვად დგახარ თეთრი ალავერდი, ალავერდი.
ოცნების ნატვრისთვალი შენ ხარ ერთადერთი,
სალოცავი წმინდა ჩემი ღმერთი, ჩემი ღმერთი.

გულისცემა მესმის შენი, რას ჩურჩულებ ნეტა რას,
ეს გაზაფხულიც ისევ მღერის ჩვენს სიმღერას.
ანთებულა მზეზე ნამი და მარგალიტს ედრება
დაბრუნებული შენი სახე ევედრება.
თუ ღრუბელმა წარბი შეკრა გრძნობა ისევ არია,
დაგვაფარე შენი კალთა ღვთისმშობელო მარიამ.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!