კატეგორია: პოპ აუტსაიდერი – ნიღბები

გამოქვეყნდა: Mar 15th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 726

Outsider – Nighbebi
აუტსაიდერი (რობი კუხიანიძე) – ნიღბები ©

მე ნაცნობ ხითხითს ყურებით ვხედავ,
დედის საშოდან გამოქცეული მზეც მოჩანს.
ჩემში ჩამხრჩვალი ეშმაკის ფერი
ბოლი მსუბუქი ნაზად მეხება!

ნახველის ზღვაში ვცურაობ ჩემთვის,
ნაპირზე ლეში იების სუნი შენც გხვდება!
გამხმარ ხელებზე სიკვდილი მლოშნის
ლურჯი ქალივით, ჩემში სიცოცხლე ცივდება!

ოთახი ჩემგან გაქცევას ლამობს,
ნისლი კი ჩემთან რჩება, ის წასვლას
ვერ ბედავს.

ჩემს ნიღბის იქეთ დარჩენილ ჩემს თავს
ვხედავ ბავშვივით თამაშობს
სითბოში გამხდარს, სიცივე მახრჩობს,
მე კაცში ქალის სიშიშვლე მართობს, მერევა!

ჩემს დანახვაზე იცინის სარკე,
ვერ მაგონებს საკუთარ სახელს,
დამცინის ცაც!

სუნიან თვალებს, გაცვეთილ სახელს,
ვხედავ რომ ჩემში ნისლივით თამაშობს
სათნო ნიღბებით მე თქვენს წინ
ვთამაშობ!
ვთამაშობ, ო! ო! ვთამაშობ!

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!