კატეგორია: პოპ ქეთი ფარესაშვილი & ზაზა ხუციშვილი – სამბა

გამოქვეყნდა: Mar 15th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,351

Qeti Paresashvili & Zaza Khutsishvili – Samba
(ტექსტი: ზ. ხუციშვილი, Composição: Alcione & Cássia Eller – Não deixe o samba morrer)

ასე დაიწყო სამბა
სამბა ასე გრძელდება.
მაცეკვე დილამდე სამბა,
სამბა დილამდე სამბა.

მარტო იდგა, ღამე ნელა ილეოდა,
თითქოს უკვე ყველას დაღლა ეტყობოდა,
უცებ აინთო რამპა, მას ეცვა ჭრელი კაბა.
მერე დაიწყო სამბა და აცეკვდა კაბა.

ბგერა თითქოს ყველას მხრებზე ეხვეოდა,
რიტმი ყველას კარნავალზე ეძახოდა.
ეს იყო სამბა, მე არავინ მყავდა,
ასე დაიწყო სამბა, ჩვენს შორის სამბა.

ის გვათრობდა, ჩვენს ოთახს ჰანგებით რთავდა,
ის არაფერს არა ჰგავდა, უკვე ვიღაც მყავდა,
..სამბა ჩვენ გვაცოცხლებდა, ჩვენ სამბას ბოლო არ უჩანდა.
ცეკვავდა ჭრელი კაბა X2

ასე დაიწყო სამბა
სამბა ასე გრძელდება.
მაცეკვე დილამდე სამბა,
სამბა დილამდე სამბა.

ახალი წლის დილა ნელა თენდებოდა,
ჩაქრა რამპა, თითქოს დროც კი ჩერდებოდა,
არ ჩერდებოდა სამბა და არც მისი კაბა,
ემატებოდა ვნება, ხალისი და ძალა.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 7.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
ქეთი ფარესაშვილი & ზაზა ხუციშვილი - სამბა, 7.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!