კატეგორია: პოპ ლელა წურწუმია – სულელი წვიმა

გამოქვეყნდა: Mar 15th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 5,079

Lela Tsurtsumia – Suleli tsvima
(მუსიკა & ტექსტი: ნ. გელაშვილი)

ღამედება, ცივა, ზაფხულის წვიმა
თითქოს დაიკლავს თავს,
უეცრად ქუჩას შემოვრჩით ორნი
და ვეღარ ვიკვლევთ გზას.

ღამედება, ცივა, წვიმა მოდის
სულ დაფარავს გზას,
ის ვერ გავიგე მე რა მომდის რა?

წვიმის წვეთები ვნებიან ტუჩებს
დამისველებენ კვლავ,
ჩვენ მიუყვებით საყვარელ ქუჩებს
წვიმა იგიჟებს თავს.

ღამედება, ცივა, ფიქრი მოდის
ფიქრს გავატან ქარს
ის ვერ გავიგე მე რა მომდის რა?

მისამღერი:
ჩუმი ხმა ამბობს: შენთა მინდა უშენობა მკლავს
ფიქრი მოვა მოდა ლურჯი ციდან
ფიქრს გავატან ქარს.
დამიჯერე შენთან მინდა შენთან,
შენ არ გავხარ სხვას.

დამიჯერე შენთან მინდა
ვერ გიბედავ თქმას.
ფიქრი მოვა მოდა ლურჯი ციდან
ფიქრს გავატან ქარს.
დამიჯერე შენთან მინდა შენთან,
შენ არ გავხარ სხვას.

ქუჩები სველი, გრძნობები ჩემი
არ მანებებენ თავს
და ჩემთან ერთად სულელი წვიმა
თითქოს იგიჟებს თავს.

ღამედება, ცივა, ფიქრი მოდის
ფიქრს გავატან ქარს
ის ვერ გავიგე მე რა მომდის რა?

მისამღერი

ჩუმი ხმა ამბობს, სევდა მიაქვს ქარს,
წვიმის წვეთები თავს იკლავენ თავს,
დამიჯერე მონატრება შენი
არ წააგავს სხვას.

მისამღერი

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!