კატეგორია: პოპ ლელა წურწუმია & ქუჩის ბიჭები – ოცნება შენზე

გამოქვეყნდა: Mar 15th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,874

Lela Tsurtsumia & Quchis bichebi – Otsneba shenze
(მუსიკა: რ. მორჩილაძე, ტექსტი: ი. სანიკიძე )

წვეთები ფანჯრის მინაზე,
ჩამქრალი ლამპიონები,
უსასრულო (მენატრები) მოლოდინი (გელოდები)
მენატრები, მაგონდები.

დავდივარ ისევ დაგეძებ
შენზე ფიქრმა დამღალა,
უშენობამ გამაწვალა, სადა ხარ?

მისამღერი:
ანთებულ ღამის ქუჩებში
შენზე ოცნებას ვბედავ
და ჩუმი მუსიკის სევდა
მაგონებს იმ ლამაზ დროს.
გარდასული დღეები მეხვევიან გარს,
ფიქრები მეძახიან შორს.

ნაკადულო შენი სურნელი
წვიმიდან აჰყვა ყვავილებს
და ეს ღამე სევდიანი
გათენებას არ აპირებს.
გინატრებ ჩუმად გინატრებ
ვარსკვლავი რომ მოსწყდება,
დაგიძახებ თუ ჩემი ხმა მოგწვდება.

მისამღერი…

შენს ნაკვალევს გამოვყვები გზას, წვიმიან გზას,
შენზე ფიქრი ამედევნა და აღარ მანებებს თავს.

გელოდები. ოცნებებში გაფრენილა დრო.

მისამღერი X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!