კატეგორია: პოპ მერაბ სეფაშვილი – ფიქრებში მეორდები

გამოქვეყნდა: Mar 15th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,929

Merab Sepashvili – Fiqrebshi meordebi

დრომ განშორება მოიტანა
რაღაც მინდოდა მეთქვა შენთვის,
ქარმა სიტყვები მოიტაცა
ვერ გაგაგონე ვერაფერი, ვერ მოგაწვდინე ხმა.

ახლა ფიქრებით გადაღლილი
შენზე ოცნებას ვეფერები,
თითქოს დამთავრდა ყველაფერი
და მაინც რატომ ვერ გელევი?
ისევ გეძახი, მაგრამ სიჩუმე დგას.

მისამღერი:
მე შენზე ფიქრი მახსენებს თავს
შენ ახლა შორსა ხარ, ძალიან შორს
და ალბათ გვიან იქნება ხვალ
გვიან იქნება ოცნება გაჰყვება დროს.
იქნებ დაკარგე ნაცნობი გზა?
სევდიან ფიქრებში მეორდები.
იქნებ ჩემს ნაცვლად მოვიდა სხვა?
შენ აღარ მოხვალ მე მაინც გელოდები.

დრომ განშორება მოიტანა
თითქოს დამთავრდა ყველაფერი,
ქარმა სიტყვები მოიტაცა
ვერ გაგაგონე ვერაფერი.
ისევ გეძახი, მაგრამ სიჩუმე დგას.

მისამღერი

იქცა წარსულად ის დღეები
დაკარგულ სიყვარულს რამდენხანს ვეძებდი,
თითქოს დამთავრდა ყველაფერი
და მაინც რატომ ვერ გელევი.

მე შენზე ფიქრი მახსენებს თავს
შენ ახლა შორსა ხარ ძალიან შორს…
გვიან იქნება ოცნება გაჰყვება დროს.
იქნებ დაკარგე ნაცნობი გზა?
სევდიან ფიქრებში მეორდები…
შენ აღარ მოხვალ მე მაინც გელოდები.

მისამღერი

კარაოკე ვერსია:

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 5.5/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
მერაბ სეფაშვილი - ფიქრებში მეორდები, 5.5 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!