კატეგორია: პოპ სალომე გავსიანი & ფესვები – იღიმება ლურჯთვალება ია

გამოქვეყნდა: Mar 13th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 5,932

Salome Gavsiani & Fesvebi – Ighimeba lurjtvaleba ia
( მუსიკა: რევაზ ლაღიძე; ლექსი: პეტრე გრუზინსკი; არანჟ. გ. მაჭარაშვილი)

გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში,
იღიმება ლურჯთვალება ია .
სითბო ისე შემოიჭრა გულში,
თითქოს გულის კარი დამრჩა ღია.

ვარდობისთვეს როგორ გავძლო მარტო,
ყვავილების ფიფქი ცვივა ციდან.
ყვავილების სურნელება მათრობს
და ბავშვივით მოფერება მინდა.

ჩქარა, თორემ იასამნის სურნელს
დრო გაატანს გაზაფხულის ნიავს,
სიჭაბუკე სიზმარივით წავა
და იქნება ყველაფერი გვიან.

გავლენ წლები დაზამთრდება სულში,
წავა რასაც სიჭაბუკე ქვია,
და რაც ასე ახლო იყო გუშინ,
ხვალ იქნება უსასრულოდ გვიან..

მოდი, სანამ სხვა შენს ნაცვლად მოვა,
გამიქარვებს სევდასა და ნაღველს.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!