კატეგორია: პოპ კახა ცისკარიძე, ნინა & თიკა ფაცაცია – სიზმარი

გამოქვეყნდა: Mar 13th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 5,284

Kakha Tsiskaridze, Nina, Tika Patsatsia – Sizmari (Dolarebi tsvioda)

წუხელ ღამით მეძინა თუ არ მეძინა,
გამებზარა გულის ფიცარი.
არც კი მჯერა ისეთი რამ დამესიზმრა,
როგორა ვთქვა აბა მითხარი.

დარი დარობს, გული ხარობს, ფანჯარაში ჩიტი გალობს,
მეჩვენება თუ ნამდვილად ბედი გწყალობს.
რაცა სთხოვე, რაც გინდოდა ის არის
აგიხდება სიზმარი.

თოვლი იყო, მაგრამ არა ციოდა,
ციდან მწვანე დოლარები ცვიოდა,
ხვავი იდგა ხალხი აღარ ჩიოდა
აღარავის ცრემლი არა სდიოდა.

მღეროდა, ჰეი, დიდი და პატარა,
თვალებიც, ჰეი, ხან იყო ხან არა,
და ყოველ დღეს მოჰქონდა ხეირი,
დილიდან დილამდე ქეიფი.

ვაჰ სოფელო, რა ყოფილხარ ამისთანა
ვინ რა იცის რას გვიჩენ და რას გვიმალავ,
ამ ცხოვრებამ აიარა, ჩაიარა,
ამიხდება სიზმარი.

სულ კარდაკარ ვივილი განა
დარდი და ჩივილი კმარა
მე რად მინდა ამისთანა ჩვენ.
ხალხი მღეროდეს და მის სჯეროდეს
ნეტავ ასე ხდებოდეს.

თოვლი იყვეს, მაგრამ არა ციოდეს,
პაჭკა=პაჭკა მწვანე დოლარები ცვიოდეს,
ხვავი იდგეს ხალხი აღარ ჩიოდეს
აღარავის ცრემლი აღარ სდიოდეს.

..მღეროდეს, ჰეი, დიდი და პატარა,
თვალებიც, ჰეი, ხან იყო ხან არა,
და ყოველ დღეს მოჰქონდეს ხეირი,
დილიდან დილამდე ქეიფი.

ვაჰ სოფელო, რა ყოფილხარ ამისთანა
ვინ რა იცის რას გვიჩენ და რას გვიმალავ,
ამ ცხოვრებამ აიარა, ჩაიარა,
..ამიხდება სიზმარი. X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 6.3/10 (3 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 2 votes)
კახა ცისკარიძე, ნინა & თიკა ფაცაცია - სიზმარი, 6.3 out of 10 based on 3 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!