კატეგორია: გაზაფხული ნატო გელაშვილი – არეული ქალაქი

გამოქვეყნდა: Mar 13th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,122

Nato Gelashvili – Areuli qalaqi

არეულ ქალაქში, არეულ ფიქრებს სძინავთ,
თავს იგიჟებსო, თავს იგიჟებსო წვიმა,
არეულ ქალაქში ფერები დამალა ღამემ,
იქნება შევძლო, იქნება კიდევ გიმღერო რამე.

არეულ ქალაქში ვგრძნობ, რომ უშენოდ ვერ ვძლებ,
გეძებ, წვიმიან ქალაქში გეძებ,
უხვად იმეტებს წვიმა წვეთებს,
რომ გიპოვო, ალბათ შევძლებ.

დნება თოვლი, დგება მარტი,
შენ კი არ ხარ.
ჩემს თვალებზე კვდება დარდი,
არსად სჩანხარ.
ისევ, თეთრი სიმარტოვე დგება კართან,
შენ მითხარი ახლა რა ვქნა?

არეულ ქალაქში წვიმა წალეკავს ქუჩებს,
უცებ, გამახსენდიო უცებ,
გვიან ქალაქში სევდა მელის,
შორ გზას გაჰყვა ფიქრი ბნელი.

თვალზე ისევ დამეფარა სველი ფარდა,
სად გიპოვო ახლა რა ვქნა?

წვიმა მღერის, გაზაფხულიც მოდგა კართან,
ისევ ისე რომ ჩაიცვა ჭრელი კაბა,
..დნება თოვლი, დგება მარტი,
შენ კი არ ხარ,
ჩემს თვალებზე კვდება დარდი,
არსად სჩანხარ.
ისევ, თეთრი სიმარტოვე დგება კართან,
შენ მითხარი ახლა რა ვქნა? X2

არეულ ქალაქში, არეულ ფიქრებს სძინავთ.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!