კატეგორია: პოპ ნინო ჩხეიძე – ოსური

გამოქვეყნდა: Mar 13th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 7,829

Nino Chkheidze – Osuri

მოხვედი და ბროლის კოშკი ამიგე
მე კი შენი სიყვარული გავიგე,
მიხაროდა ალიონზე მზის სხივი
ეგ თვალები ძველებურად მიღიმის.

ასეთი ვარ რავქნა ყველა ჩემია
სიყვარული მაინც ჩემი ფერია,
მარტო შენთან მინდა ტკბილი საღამო
რომ ალერსით ძველებურად დაგღალო.

მისამღერი:
..არ წახვიდე თორემ ვიცი სხვა მოვა
იმ სხვასთანაც ყველაფერი გამოვა,
მარტო შენთან მინდა ტკბილი საღამო
რომ ალერსით ძველებურად დაგღალო. X2

მოდი თორემ სხვა მიმღერებს სევდიანს
ჩემს სიყვარულს მაინც ვერ უშველიან,
მახსოვს შენი ვაჟკაცური ხელები
ქვეყნად მარტო შენ ერთს შემოგევლები.

სხვას ვერ ნახავ ჩემნაირი თვალებით
არ წახვიდე თორემ დაგემალები,
ერთად ვიყვეთ სიყვარულზე ვიმღეროთ
გეფიცები მე ვერ გავძლებ უშენოდ.

მისამღერი X3

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!