კატეგორია: პოპ თამთა გოგუაძე – ვამღერებ გულს

გამოქვეყნდა: Mar 13th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,038

Tamta Goguadze – Vamghereb guls
(Music: Darren Hayes – Insatiable)

სად მიდის ჩემი ოცნება, სად მიაქვს ჩვენი დღეები?
თანდათან თითქოს ხუნდება ეს იდუმალი ფერები.
მინდა იცოდე უშენოდ მოიწყენს ჩვენი ნაპირი,
სად ხარ ახლა ნეტავი? შენ ხომ სიყვარულს დამპირდი.
და გული როცა ჩუმათ შენთან ყოფნას ინატრებს, შორიდან დაგიძახებ.

მისამღერი:
..გული რას ამბობს, იქნებ სხვას ვამბობ
და სევდა სადღაც გაქრება,
ჩვენი შეხვედრა ნუთუ არ გახსოვს
ყოველთვის ჩემთან დარჩება.

ასეთი მშვიდი საღამო მე არასოდეს მინახავს,
სიტყვები შენ რომ მითხარი ამ გულმა შემოინახა,
შენ ცხადი ხარ თუ სიზმარი მე ვერ გავიგე ვინა ხარ,
სად ხარ ახლა არ ვიცი, მაგრამ მე მაინც მიყვარხარ.
და გული ისევ ჩუმათ, სევდიანად იმღერებს, სიყვარულს გაიხსენებს.

მისამღერი: …

ლამაზი ოცნება დროს მიაქვს
და მერე რჩება ქარიან ფიქრებში მზე,
ხვალ იქნება ახალი დღე,
მე ისევ ვამღერებ გულს
და ისევ ვიპოვნი სიყვარულს
და მაშინ შენთან ყოფნას აღარ ვინატრებ
და შორიდან აღარ დაგიძახებ.

მისამღერი: … X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!