კატეგორია: პოპ გიგა მიქაბერიძე – რაღაცა მთავრდება

გამოქვეყნდა: Mar 12th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,982

Giga Mikaberidze – Raghatsa mtavrdeba

ედგარ პო, ყორანი,
მორალი – წარსული მუსიკის
უსიტყვო და ძველი ფორანი.
ცრემლები, დრო შურისძიების,
გემების დაღუპვა ქარებში,
მთვრალებში სიმართლის ძიება.
დუელი ქალების წყალობით,
სულელი, სულელი აკორდი.
არ მოკვდე, გასწორდი!
შეხედე ჩემს ფეხებს და ისე დამშორდი.

სასახლე უზომო დრამები,
სინაღვლე ბუხარი, კალმები,
ბარათი, ცხენები, ჭენება,
თუ ღამისთენება…
ცხენებში ვცვლი მთლიან სამეფოს!..
სიჩუმე გამეფდეს! ღამდება, რაღაცა მთავრდება…

ღრიალი მანქანის მაქმანი
სიმკვეთრემ დახია, ახია!
ბეტონი, ასფალტი,
გინება და ხალხის დინება…
ქაღალდი, გაზეთი, ამბები…
რას ვშვრებით? ქრონიკა, მოდები,
ბორდელი და რბილი ავეჯი?
დაჯექი! ანათებს ეკრანი:
ვერავინ შეგამჩნევს ბინაში;
კატაა წვიმაში გვიყვება
და სახლიც ირყევა,
კატაში?.. ვცვლი მთლიან სამეფოს…
სიჩუმე გამეფდეს! ღამდება, რაღაცა მთავრდება.

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!