კატეგორია: პოპ თამუნა ამონაშვილი – არაფერს გთხოვ

გამოქვეყნდა: Mar 12th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,296

Tamuna Amonashvili – Arafers gtkhov
(მუსიკა: ზ. მახნიაშვილი, ტექსტი: სტეფანე)

მისამღერი:
..ერთმანეთს ჩვენ ვერ ვშორდებით
დაგვყვება თან ძველი გრძნობები
მახსენდება თბილი ტალღები და უძირო ზღვა.
არაფერს გთხოვ, ნუ მპირდები
მე სიყვარულს არ დავჯერდები,
დამიბრუნე გასული წლები და ნათელი ცა..

მინდოდა მეთქვა, რომ დავშორდით
შენი ბრალია იცოდე,
მოუთმენლად ველი შენგან ზარს
დიდი ხანია გნატრობ მე,
უშენობას ვერ ავიტან
კარგო გადავრეკავ ყველგან,
ვერსად გნახავ დარდებს გავატან ქარს.

საღამოს ველი შენს მოსვლას მე,
შენ კი სადა ხარ ვიცოდე
შენი სახე სულ მელანდება
ალბათ მიყვარხარ მხოლოდ შენ,
სიმღერები ეს ტალღები
ზღვის ბავშვობას მომაგონებს
როგორ მინდა ის წლები დაბრუნდეს.

მისამღერი: ..

ჩემი სახლი უკვე არ გახსოვს
ზღვის ნაპირზე ვარ თენდება,
მთვარე რა ლამაზად ანათებს
მისი სხივები გვეხება.
დავიღლები ამ ფიქრებით შენზე
სიზმარივით ქრები,
აღარ გეძებ და არ გელოდები.

მისამღერი: …

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!