კატეგორია: პოპ ნინო ჩხეიძე – თბილისი და წაღვერი

გამოქვეყნდა: Mar 12th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 6,206

Nino Chkheidze – Tbilisi da Tsaghveri
(მუსიკა: მარეხ გოძიაშვილი, ტექსტი: ა. თევზაძე)

გრძნობა როგორ დაგიამო ან რა ლექსი გიმღერო
ბიჭოვ ჩემო სიყვარულო ვარდისა და მზის ფერო,
ნუთუ აღარ გაგახსენდი რაც აქედან წახვედი
ო, ნეტავი ერთად იყოს თბილისი და წაღვერი.

თვალს გავახელ, წიგნს გადავშლი, თუ მიდამოს გავცქერი
მომანათებს შენი სახე და თვალების ჩანჩქერი
შენზე ფიქრებს გადავურჩე თუ თბილისის მზეწვიას,
..ბევრი კოცნა დაგადევნე, ერთიც ვერ მოგეწია. X2

აგერ თითქმის სამი დღეა, რაც დატოვე ეს მხარე
და წერილიც არ მომწერე, ერთხელ არ გამახარე.
შენ ნაძვნარში დასეირნობ, მე კი მათრობს ივლისი,
ო, ნეტავი ერთად იყოს წაღვერი და თბილისი.

იქნებ სხვაზე გადამცვალე, სხვას აენთე კელაპტრად,
არ გიყვარვარ, ჩემი ლექსი აბა რად მოგენატრა?
თუ გიყვარვარ, რად გამირბი, რატომ თავაზიანობ?
თუ ჩემი ხარ, რატომ გინდა ეჭვით დამაზიანო?
ჩემო ვარსკვლავთვალიანო, მთვარის თანაზიარო.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!