კატეგორია: პოპ OST – კარგი ხარ გოგოვ

გამოქვეყნდა: Mar 12th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 5,627

Soundtrack – Kargi khar gogov
კარგი ხარ გოგოვ! – სიმღერა კინოფილმიდან

(მუსიკა: მამია ხატელიშვილი; ტექსტი ე.ჯიშკარიანი)

გოგონა შენმა თვალებმა,
გულს დარდი შამომფინაო,
ნეტავ მაგ წამწამზე
ცრემლად ჩამომადინაო.

..კარგი ხარ გოგოვ! კარგი ხარ
დაფრინავ როგორც ნიბლია,
რად შემხვდი ჩიტუნა
რად შემხვდი ვერ გამიგია X2

გახედე ცისფერ საფირონს
ციმციმებს არემარეო
ალბათ შენ მთვარე ხარ
მაშ რატომ შეიცვალეო?

..შენა ხარ ჩემი ოცნება
ბაღში დაკეცე ფრთებიო,
შენ გათენება ხარ
მაშ ნუღარ დაღამდებიო X2

ვარდი გიღიმის ბაგეზე
თვალებს გიფენენ იები,
გოგონა შენს ჯოცნას
ქარსაც არ ვაპატიებდი.

..კარგი ხარ, გოგოვ კარგი ხარ
დაფრინავ როგორც ნიბლია
რად შემხვდი ჩიტუნა
რად ვერ გამიგია X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.0/10 (3 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 2 votes)
OST - კარგი ხარ გოგოვ, 9.0 out of 10 based on 3 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!
განცხადება