კატეგორია: გაზაფხული ოთარ რამიშვილი – მარტის თვეა შენი

გამოქვეყნდა: Mar 11th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,606

Otar Ramishvili – Martis tvea sheni

მარტის თვეა შენი,შენს ხასიათს შვენის
აპრილი სულ აგაჭრელებს ფერებით,
..შენ ნუკრი ხარ შვლისა, ეგ ნუკრობა გშვენის
გაწყენინე და მაინც მეფერები. X2

შემოდგომა შენთვის, შორეულ წლებს ერთვის
ჩამოგშორდნენ ავდრიანი მდევრები,
..ვინაიდან ჩემთვის შენ ხარ ერთადერთი
თავს გიხრიან იასამნის მტევნები. X2

საყვედურებს ვიტან, გააჩნია ვისგან,
სხვას სიტყვაში ერთ ასოს არ შევარჩენ.
..შენი სითბო მინდა მოფრენილო ციდან
საუბრის დროს გულწრფელ ღიმილს რომ აჩენ. X2

მინდვრის ყვავილები როგორც კელაპტრები
გიღიმიან თავს მიწაზე გიდებენ,
გრძნობებს ნუ აჰყვები, თორემ დაიბნევი
დროს კარგავენ მის ფასს მერე იგებენ.

მარტის თვეა შენი,შენს ხასიათს შვენის
აპრილი სულ აგაჭრელებს ფერებით,
შენ ნუკრი ხარ შვლისა, ეგ ნუკრობა გშვენის
გაწყენინე და მაინც მეფერები.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 4.0/10 (3 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
ოთარ რამიშვილი - მარტის თვეა შენი, 4.0 out of 10 based on 3 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!