კატეგორია: პოპ ბაკურ ბურდული – ფეთქავს

გამოქვეყნდა: Mar 11th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,292

Bakur Burduli – Fetqavs

მე გიპოვნე შენ როცა მიყავდი ზღვას,
შენ მიპოვნე მე როცა მივყავდი გზას.
ორივე იქ ვუყურებდით ცას,
სანამ ჩემს ფიქრს მიხვდება ზღვა,
სანამ ჩემს ხმას გაიგებს გზა,
დამინახე გთხოვ სანამ გულს იპოვნის სხვა.

მე წაგიყვან შენ სადაც ვიმღერებთ ბევრს,
შენ წამიყვან მე სადაც ვიცეკვებთ ბევრს,
ორივე იქ ვიპოვნით სულ ერთს.

დიდი სიცხის დაგროვებამდე,
სანამ ჩემ ჩრდილს იპოვნის მზე
დამინახე გთხოვ სანამ დამთავრდება დღე.

ფეთქავს, თან როგორ
ეს გული როცა გხედავს შენ
ყოველ ღამე, უფრო ბევრს.

სანამ ჩემს ფიქრს მიხვდება ზღვა,
სანამ ჩემს ხმას გაიგებს გზა,
დამინახე გთხოვ სანამ გულს იპოვის სხვა.

..ფეთქავს, თან როგორ
ეს გული როცა გხედავს შენ
ყოველ ღამეს, უფრო ბევრს. X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!