კატეგორია: პოპ მგზავრები – ორ ალუბლად

გამოქვეყნდა: Mar 10th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 7,646

Mgzavrebi – Or alublad

ორ ალუბლად ნაყიდ კოცნას,
ჩემ ოთახში ნაპოვნ ნოტებს,
შენი ხვევნით დაღლილ სხეულს.
შემოდგომის ჩამქრალ ფოთლებს.

ღამის ცეკვით დაღლილ ქუჩებს,
ქალაქიდან წასულ ფიქრებს,
მთვარეზე გაბრაზებულ მზეს,
სანაგვეზე მიყრილ ოცნებებს.

..კონცერტის წინ ჩაძინებულ ორკესტრს,
ბავშვებისგან გაჩენილ ხაძარს,
..ახალგაზრდობა გახსენებულ მოხუცის თვალებს გავხარ. X2

დაგვიანებულ ყვითელ ბარათს,
შეყვარებულის დამწვარ შარვალს,
ოცნების თოკზე გაბმულ სარეცხს,
თამაში გართულ ვარსკვლავს.

ფლაკონში ჩარჩენილ სუნამოს წვეტებს,
მოცარტის აკორდისგან დარჩენილ ექოს,
ბავშვის სილაში დახატულ მზეს,
სანაგვეზე მიყრილ ოცნებებს.

..კონცერტის წინ ჩაძინებულ ორკესტრს,
ბავშვებისგან გაჩენილ ხანძარს,
..ახალგაზრდობა გახსენებულ მოხუცის თვალებს გავხარ. X2

კონცერტის წინ ჩაძინებულ ორკესტრს,
ბავშვებისგან გაჩენილ ხანძარს,
შენ ხომ ცელქობით დაღლილ ტომ სოიერს გავხარ,
ცელქობით დაღლილ ტომ სოიერს გავხარ.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!