კატეგორია: პოპ ნათია ნებიერიძე – აღარ მიყვარხარ

გამოქვეყნდა: Mar 10th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,333

Natia Nebieridze – Aghar mikvarkhar

ისევ დაიწყო ფიქრების თოვა,
გავიდა დღე,
მე შენთან არასდროს აღარ მოვალ,
ეს იცოდე.

რაც იყო წავიდა (მე შენთან არ ვარ)
უკვე შორს წავიდა,
დიდი დრო გავიდა (არ მინდა)
მე ვიწყებ თავიდან (ნუღარ დამაბრუნებ არ გინდა)

მინდა შორს წავიდე,
რომ არ მესმოდეს შენი ხმა (ნუ მეტყვი სად ხარ)
არ მოვალ გაიგე,
ნუღარ მეძახი ნახე სხვა. (აღარ მიყვარხარ)

გაიგე შენი მე აღარ მჯერა დამივიწყე,
სიტყვებით ვერ დამიბრუნებ ვერა
დაკარგულ წლებს (დაკარგულ წლებს)

ო როგორ დამღალე (მე შენთან არ ვარ)
უღონოდ დამღალე.
გაიგე არ მინდა (არ მინდა)
დაწყება თავიდან (ნუღარ დამაბრუნებ არ გინდა).

მინდა შორს წავიდე,
რომ არ მესმოდეს შენი ხმა (ნუ მეტყვი სად ხარ)
არ მოვალ გაიგე,
ნუღარ მეძახი ნახე სხვა (აღარ მიყვარხარ).

დრომ უკვე წაიღო, წაიღო
როცა დამტოვე და გზები გაიყო
თითქოს ცხოვრება დამთავრდა
მე შენზე მოგონებაც კი აღარ დამრჩა.

..მინდა შორს წავიდე,
რომ არ მესმოდეს შენი ხმა (ნუ მეტყვი სად ხარ)
არ მოვალ გაიგე,
ნუღარ მეძახი ნახე სხვა. (აღარ მიყვარხარ) X2

არ მიყვარხარ.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!