კატეგორია: პატრიოტული, რეპი დივერსია & დ.ლ.ს. – პატარა სამოთხე

გამოქვეყნდა: Mar 10th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,399

Diversia & D.L.C – Patara samotkhe

..პატარა სამოთხეში ისევ არის ომი,
ჩვენი ისტორია გადაღლილი ბრძოლით,
გასროლილი ტყვია, ცრემად დაგდებული ტყუილად,
გაყიდული მიწა გმირების საფლავად იქცა.X2

ჯარისკაცო არ იდარდო, მე ვიცი ძნელაი,
უარის თქმა ომზე გარშემო როდესაც მტერია,
როდესაც ისხამ იარაღს, ამ ქვეყნის დასაცავად,
ამ დროს პოლიტიკას ვიღაც ხლართავს, გიყენებს ფარად.

გითხრის საფლავს და ეს შავი ლაქა
ჩვენი ისტორიის გვერძე იარას დღემდე გვზარავს,
აქ ბევრმა დაიბანა ხელი ჩვენი ცრემლით
ამას გეტყვი არ ღიდრდა მემგონი ამას თვითონ ხვდები.

მაგრამ ვიცი, გეძახის, შენი სამშობლო გიცდის
და ტყვიას მოსაკლავად კი არა საშველად ისვრი,
ნელ-ნელა იღუპება გენი და გადის წლები
თაობამ თუ არ დაღვარა სისხლი, დაღვარა ცრემლი.

და რაც ხდებოდა ყველამ კარგად იცოდა,
სად იყავით როცა ხალხი აფხაზეთში იბრძოდა?
გმინავდა ცა, ვერ უძლებდა მიწა,
გმირების ძვლებზე ვიღაც პოლიტიკას ქმნიდა!!!

..პატარა სამოთხეში ისევ არის ომი,
ჩვენი ისტორია გადაღლილი ბრძოლით,
გასროლილი ტყვია, ცრემად დაგდებული ტყუილად,
გაყიდული მიწა გმირების საფლავად იქცა.X2

აღარ მინდა დავიღალე, აღარ მსურს ომი,
აღარ მინდა ცხოვრება გავაგრძელო ბრძოლით,
მსურს, მთელ დედამიწაზე დამყარდეს მშვიდობა
ამაზე ხომ არასოდეს არავინ არ ფიქრობდა.

საშინელ ომის წესებს ხალხი კარგად იცნობდა,
მე ყოველთვის მშვიდი ცხოვრება მინდოდა
დაავიწყდა ხალხს, რომ ომი მსხვერპლს ითხოვდა,
მშვიდობის ფასი ალბათ არავინ არ იცოდა.

გადადეს გვერდით ფიქრები საკუთარ მომავალზე,
აქ ყველა ფიქრობს, მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე.
ვერ ვხვდები, მე ამ საზოგადოებას რა ჭირს
მგონი მშვიდობაზე ფიქრი ხალხის ტვინში არ ზის.

წუთები მიდის სწრაფად დროს მაინც არ ითვლიან,
კარგავენ ცხოვრების მეგობრებს ამას განიცდიან,
ამიტომაც მინდა ხალხი, მოვიდეს გონს,
მიხვდნენ იმას, რომ მშვიდობა, ჯობია ომს!

..პატარა სამოთხეში ისევ არის ომი,
ჩვენი ისტორია გადაღლილი ბრძოლით,
გასროლილი ტყვია, ცრემად დაგდებული ტყუილად,
გაყიდული მიწა გმირების საფლავად იქცა.X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!