კატეგორია: ნოსტალგია, როკი საუნდი – ძველი სასტუმრო

გამოქვეყნდა: Mar 10th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,267

Saundi – Dzveli sastumro
(მუსიკა: Eagles – Hotel California, ტექსტი: ზ. ხუციშვილი)

შენსკენ მომავალ გზაზე ერთი სასტუმრო დგას.
ძველებურ აივანზე წითელი შუქი ჩანს.
ამ გზაზე ყველა გამვლელს ეს შუქი უბრმავებს თვალს,
წითელი სახლის მუდამ ღია კარს ბევრი სტუმარი ჰყავს.

მკრთალი შუქის ფონზე ვხედავ მომხიბვლელ ქალს
და უცებ ჩემთვის ვიხსენებ, ეს ქალი ჩემს ძველ სიყვარულს ჰგავს.
ნაცნობი მასპინძელი სანთლით მინათებს გზას,
მერე ათასჯერ მკოცნის და ღვინით მიბრუებს თავს.

ეს რა გრძნობით სავსე გული გქონია,
მგონი ვკარგავ თავს, ძალა აღარ მაქვს,
მე შენი წყენა აზრადაც არ მქონია,
მგონი ვკარგავ თავს, ძალა აღარ მაქვს.

ვიღვიძებ დილით ადრე და მზერას ვაპყრობ ჭერს,
გაოცებული ვამჩნევ ჭერზე მიკრულ სარკეს,
სარკეში ვხედავ შეშლილ და გაორებულ სახეს,
ნანახი სიზმრის ახსნას ვთხოვ ჩემს მეორე მეს.

სასწრაფოდ ვიცვამ ტანზე, არ ვუსმენ არავის ხმას,
ამაოდ ვცდილობ გავცდე, კარგად ჩაკეტილ კარს.
თურმე ამ სახლს თავის წესები აქვს:
თუ ერთხელ შედგი ფეხი, გავიწყებს უკან გზას.

ეს რა გრძნობით სავსე გული გქონია,
მგონი ვკარგავ თავს, ძალა აღარ მაქვს,
მე შენი წყენა აზრადაც არ მქონია,
მგონი ვკარგავ თავს, ძალა აღარ მაქვს.

ბოლოს ვიკრებ ძალას, ტყვეობას ვაღწევ თავს,
გზაჯვარედინზე ვირჩევ შენსკენ მომავალ გზას,
ათრთოლებული ხელით გაბმულად ვრეკავ ზარს,
ვერავის ვხედავ ირგვლივ, არავინ მიღებს კარს.

მინდა გითხრა, რომ ვნანობ გუშინდელ შეცდომას,
ვიცი, ჩემს ასეთ ნაბიჯს რომ ახსნა არა აქვს,
ახლა ვხვდები, რომ ვკარგავ ჩემთვის ყველაზე კარგს,
ვხვდები, რომ შენი ფასი მე სხვა არავინ მყავს.

ეს რა გრძნობით სავსე გული გქონია,
მგონი ვკარგავ თავს, ძალა აღარ მაქვს,
მე შენი წყენა აზრადაც არ მქონია,
მგონი ვკარგავ თავს, ძალა აღარ მაქვს.

ეს რა გრძნობით სავსე გული გქონია,
მგონი ვკარგავ თავს, ძალა აღარ მაქვს.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!