კატეგორია: პოპ რონდო – მოდი და გული გათბება

გამოქვეყნდა: Mar 10th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,046

Rondo – Modi da guli gatbeba
(მუსიკა: ე. ოთარაშვილი, ტექსტი: ი. სანიკიძე)

ისევ ჩუმად ჩავიდა მზე,
დაიღალა ხმაურით დღე,
მე არ ვიცი სადა ხარ შენ
და მარტო მივუყვები მთვარიან გზებს.

დაგიძახე გამეცი ხმა,
უცნაური სიჩუმე დგას,
შენზე ფიქრებს მომტაცებს ზღვა და
სად გეძებო ნეტავი სად.

მზემ სხივები დამალა,
დღე ხმაურმა დაღალა
და ვარსკვლავებით აინთო ცა.
მე არ ვიცი სადა ხარ,
გზა ლოდინმა დაფარა
და მონატრება დგას.

მოდი და გული დათბება,
ჩვენი ოცნება ახდება,
ისევ უშენოდ ღამდება
და მაინც შენთვის ვმღერივარ.

ჩემს ოცნებას გავანდობ სხვას,
შენზე ფიქრებს ვერ ვანდობ სხვას,
გათენდება და ისევ შენთან ყოფნას
დამპირდება ნათელი ცა.

დაგიძახე გამეცი ხმა,
უცნაური სიჩუმე დგას,
შენზე ფიქრებს მომტაცებს ზღვა და
სად გეძებო ნეტავი სად.

მზემ სხივები დამალა,
დღე ხმაურმა დაღალა
და ვარსკვლავებით აინთო ცა.
მე არ ვიცი სადა ხარ,
გზა ლოდინმა დაფარა
და მონატრება დგას.

მოდი და გული დათბება,
ჩვენი ოცნება ახდება,
ისევ უშენოდ ღამდება
და მაინც შენთვის ვმღერივარ.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!