კატეგორია: პატრიოტული ივერონი – ნუ დაივიწყებ, შენი ვალია

გამოქვეყნდა: Mar 10th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,081

Iveroni – Nu daivitskeb sheni valia

(ჩვენამდე, დღემდე, ჯაჭვია გრძელი,
გზა ეკლიანი, ვიწრო და ძნელი.
შენამდე ცხრა ძმა ხერხეულიძე,
სამასი გმირი არაგველია.

მეფე დავითი, მეფე თამარი
და ეს გზა ისევ გასავლელია.
ნუ დასრულდება წარსული შენზე,
ხავსს ნუ მოადებ მშობლიურ ეზოს
რათა შენს შვილებს და შენს მომავალს
წინაპრის სახე სანთლებად ენთოს.

განა სამთავროს, ბაგრატს და გელათს,
ცამდე აზიდულ ძველ სვეტიცხოველს,
შოთას და ვაჟას და მშობელ დედას
რის ფასად დათმობ – გაიუცხოვებ.)

ნუ დაივიწყებ წინაპრის ადათს,
ნუ დაივიწყებ გმირობას ათასს.
რაც დღემდე შენთვის სისხლი დაღვრილა
სულ არ მოვსულვარ დღემდე ადვილად.

ნებით, ქართველი არ თმობს სამშობლოს,
განა ადვილი დასათმობია?
ძალით არასდროს,
წინაპრის კერა განა ადვილი ჩასაქრობია?

ღმერთივით ერთი სწამდათ სამშობლო
და თავს სწირავდნენ ენას და რწმენას
გადასახლებულთ ქართული მიწა
ხატად ექცათ და გულზე ესვენათ.

და სანამ ცამდე არ გაბრწყინდება
შენი სამშობლო სამოთხის დარი,
სანამ სიცოცხლე არ მოგწყინდება
მოსახდელია იცოდე ვალი.

ღმერთივით ერთი სწამდათ სამშობლო
და თავს სწირავდნენ ენას და რწმენას
გადასახლებულთ ქართული მიწა
ხატად ექცათ და გულზე ესვენათ.

..უფალო იესო, შეგვიყწალენ ჩვენ. X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!