კატეგორია: პოპ ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე & უცნობი – სიყვარული დაფრინავს

გამოქვეყნდა: Feb 20th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 5,731

Liza Bagrationi, Nato Metonidze & Utsnobi – Sikvaruli dafrinavs
(მუსიკა: გ. ცაბაძე, ტექსტი: მ. ფოცხიშვილი)

უცნობი:
ამოდის ნათდება, ჩემი ოცნება ცხადდება
მიხმობ და მეძახი, რა ხდება, რა ხდება.

ლიზა:
სიყვარული დაფრინავს, სიყვარული არ დადის
რატომ მიხმობ, რა გინდა, შენთანა ვარ მარადის.

მისამღერი:
ნატო:
მზე ღრუბლებში დაცურავს, ქრება ფიქრის ღადარი
თუ სიმღერა დასრულდა გულში ცეცხლი რად არის,
გულში ცეცხლი რად არის.

უცნობი:
მიპასუხე ჩემო კარგო ვისი სული გსურს
იქნებ იმისთვის გაგიხსნის დაგანახებს გულს
იქნებ იმისთვის გასწავლის წუთისოფელს რთულს
იქნებ იმისთვის აზრს მისცემს შენს ცხოვრებას ფუჭს
წავიდა წავიდა წავიდა.

ლიზა:
გაფრინდა, წლებმა ზამთარი დატოვა
არ მინდა, არ გინდა, არ გელი, არ მოვალ.

უცნობი:
სიყვარული დაფრინავს, სიყვარული არ დადის
რატომ მიხმობ, რა გინდა, შენთანა ვარ მარადის.

მისამღერი:
ნატო:
მზე ღრუბლებში დაცურავს, ქრება ფიქრის ღადარი
თუ სიმღერა დასრულდა გულში ცეცხლი რად არის,
გულში ცეცხლი რად არის.

უცნობი:
მიპასუხე ჩემო კარგო, ვისი გული ძგერს
იქნებ იმისთვის გაჩვენებს ფანტასტიურ ფერს
იქნებ იმისთვის გაგიკვლევს სიბნელეში გზებს
იქნებ იმისთვის შეგიცვლის მთვარესა და მზეს
იქნებ იმისთვის საერთოდ დაგავიწყებს სხვას
იქნებ იმისთვის წართმეულს დაგიბრუნებს ზღვას
იქნებ იმისთვის წაგართმევს აწ დაკარგულ გულს
მიპასუხე გენაცვალე ვისი სული გსურს.

ლიზა:
სიყვარული დაფრინავს, სიყვარული არ დადის
რატომ მიხმობ, რა გინდა, შენთანა ვარ მარადის.

მისამღერი:
ნატო:
მზე ღრუბლებში დაცურავს, ქრება ფიქრის ღადარი
თუ სიმღერა დასრულდა გულში ცეცხლი რად არის,
გულში ცეცხლი რად არის.

ნახე ვარსკვლავი ჩამოვარდა…
მიპასუხე საყვარელო, ვისი სული გსურს.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!