კატეგორია: პოპ რონდო – აჭარული

გამოქვეყნდა: Mar 10th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 8,472

Rondo – Acharuli
(მუსიკა: ხალხური, ტექსტი: ნ. სირაძე)

შევარდენი მოფრენილა აბრეშუმის ბუდიდან,
ბიჭოვ შენი სიყვარული არ მშორდება გულიდან,
ამღერდა ფიქრი განა შენ მოხვალ შორიდანა
კვლავ ისმის სანატრელი აჭარული განდაგანა.

ღიმილით გავცქერი შარას,
მომესმა მგონი ხმა შენგანა,
დაგეძებ, გეძახი მაგრამ
ვერ გიპოვე ვერსად.

ჰოი, ნანინა ნანინა-ნანა, ნანა ნანინა ნანინა-ნა,
ნარანა ნანა ნანინანა, ნარანა ნანა ნანინანა.

სად წახვედი მემალვი რატომ,
რად არ გივიწყებს ფიქრები შენ,
გავატან სევდას შორეულ წარსულს,
ოცნება იქნებ ამიხდეს მე.

ბიჭოვ შენზე ფიქრითა,
მივადექ მე წყლის პირსა,
წყალიც მომაქვს კოკითა და
გზას გავყურებ შორითა. (2-ჯერ)

გელოდები მეძებ რად,
მოგნატრებივარ მგონი კვლავ,
ნუთუ ასე ძნელია,
მომიახლოვდე სჯობია.

შევარდენი მოფრენილა აბრეშუმის ბუდიდანა,
ბიჭოვ შენი სიყვარული არ მშორდება გულიდანა.
ვიცი გესმის ძახილი ჩემი,
დამეძებ მჯერა რომ მიპოვი,
ნაკადულს გაანდე სურვილი შენი,
ის მოგიყვანს ჩემთან.

ჰოი, ნანინა ნანინა-ნანა, ნანა ნანინა ნანინა-ნა,
ნარანა ნანა ნანინანა, ნარანა ნანა ნანინანა.

სად წახვედი მემალვი რატომ,
რად არ გივიწყებს ფიქრები შენ,
გავატან სევდას შორეულ წარსულს,
ოცნება იქნებ ამიხდეს მე.

ბიჭოვ შენზე ფიქრითა,
მივადექ მე წყლის პირსა,
წყალიც მომაქვს კოკითა და
გზას გავყურებ შორითა. (2-ჯერ)

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 1.0/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
რონდო - აჭარული, 1.0 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!