კატეგორია: პოპ ვერიკო ტურაშვილი – შენზე

გამოქვეყნდა: Mar 10th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,958

Veriko Turashvili – Shenze

მე არ გავიხსენებ არაფერს,
დღეს უბრალოდ ისევ გაწვიმდა.
წვიმის ნაკვალევში შენს სახეს
მე ვეღარ გავარკვევ – არ მინდა.

წვიმა მოგონებებს ასველებს,
ცრემლები ვერ შეცვლის ვერაფერს.
ყველაფერი შენს თავს მახსენებს,
ვეცდები, ავიტან ყველაფერს.

მე არ ვტირი, ზეცას ახედე,
დღეს უბრალოდ ისევ გაწვიმდა.
მე ძლიერი ვიყო, გავბედე,
ამ მარტოობასაც ვეცდები ავიტან.

ზეცა ტირის ისევ გაწვიმდა,
ეს ჩემი წარსული ღირდა,
მე ხომ უშენობა არ მინდა,
არ მინდა, არ მინდა.

..წვიმა მოგონებებს ასველებს,
ცრემლები ვერ შეცვლის ვერაფერს.
ყველაფერი შენს თავს მახსენებს,
ვეცდები, ავიტან ყველაფერს. X2

წვიმა მოგონებებს ასველებს.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!