კატეგორია: პოპ თამთა ჭელიძე – უცნობი ქალი

გამოქვეყნდა: Mar 10th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,741

Tamta Chelidze – Utsnobi qali

შენ ქარი მოგიტანს წერილებს
და ვერ გაიხსენებ ვისგან.
უცნობი ქალწულის ცრემლებია,
გამშრალი მთის ქარისგან.

დღეს დაიღვენთება ეს სანთლები,
ღამეებს ათენებს კვლავ,
მე სასიყვარულო იმ ბარათებს,
ვგზავნი და ტკივილი მკლავს.

..ვუმღერებ ღამეს, ვუმღერებ მთვარეს,
ფიქრიან ღამეს გაჩუქებ შენ.
წავიღებ ცრემლებს უცნობი ქალი
და ვერ გაიგებ ვინა ვარ მე X2

შენს პირველ ნაჩუქარ თაიგულს
სულ გახუნებია ფერი.
არ ვიცი ახლა რა მამღერებს მე,
მაგრამ მე მაინც ვმღერი.

სევდა და ტკივილი დამთავრდა,
ეს იყო დიდი ხნის წინათ.
მე ვერ გამიხსენებ ვერასდროს შენ
გათბობ და მაინც გცივა.

..ვუმღერებ ღამეს, ვუმღერებ მთვარეს,
ფიქრიან ღამეს გაჩუქებ შენ.
წავიღებ ცრემლებს უცნობი ქალი
და ვერ გაიგებ ვინა ვარ მე X2

არა, არ გეძახი არ გაწუხებ,
არ მინდა ცრემლების ზღვა.
ვიცი, რომ შევხვდებით ოდესმე ჩვენ,
გაგიღებ სამოთხის კარს.

..ვუმღერებ ღამეს, ვუმღერებ მთვარეს,
ფიქრიან ღამეს გაჩუქებ შენ.
წავიღებ ცრემლებს უცნობი ქალი
და ვერ გაიგებ ვინა ვარ მე X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 5.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
თამთა ჭელიძე - უცნობი ქალი, 5.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!