კატეგორია: პოპ ს.პორტი – ომი არსებობს ბავშვური

გამოქვეყნდა: Mar 10th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 435

S. Porti – Omi arsebobs bavshvuri

ომი არსებობს ბავშურად,
სისხლის პირველ წვეთამდე,
..მერე ეს რიცხვი იზრდება
ასამდე, ათასამდე X2

ომი არსებობს უბრალო,
ის არავის არ ბრალდება,
..ომი დაიწყო ოდესღაც
და არასდროს აღარ მთავრდება X2

სულს უკან ვერ მოაბრუნებ,
დაკარგული ჰარმონია,
..რამდენი ბიჭი დაესწრო
ამ დამპალ ცერემონიას X2

ომი არსებობს უაზრო
გადავსებული გვამებით,
..ომი არსებობს სასტიკი
სხვა ბევრი ამისთანებით X2

შენ რა გატირებს დედიკო,
იქ შვილი რომ გეღუპება,
..მემორიალთან მიხვალ და
წარწერა ჩაგეხუტება X3

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!